ირაკლი კობახიძე – რთული მოსათმენია, როცა აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა ჩვენი მშვიდი პასუხი ყველაზე მეტად წაადგება პროცესს, ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ

რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანის მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა ჩემი მოწოდებაა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ, არ გავცეთ არავითარი პასუხი ასეთ ადამიანებს, მათ წისქვილზე დავასხამთ წყალს, ჩვენ თუ სიძულვილს ვუპასუხებთ სიძულვილით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ბოლო დღეების განმავლობაში გამართულ პროტესტს.
როგორც მ აღნიშნა, ეს არის გარედან დაფინანსებული პროვოკაციები, „რასაც აქვს, სამწუხაროდ, მხარდაჭერა გარედან, მათ შორის დაფინანსების სახით“.
„ხედავთ, რომ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატებიც კი ღიად უჭერენ მხარს რადიკალიზმის ასეთ გამოვლინებას ჩვენ ქვეყანაში, რაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია ჩვენთვის.
მინდა მოვუწოდო ჩვენ მხარდამჭერებს, რომ არ უპასუხონ ასეთ პროვოკაციებს. თუ რაიმეს სურვილი აქვთ ასეთ სახედაკარგულ ადამიანებს, ეს არის პასუხის გაცემა. მე მგონია, რომ უმჯობესია მშვიდად შევხვდეთ ნებისმიერ ასეთ ფაქტს, როგორი რთული მოსათმენიც არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანის მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა მერწმუნეთ, რომ ჩვენი მშვიდი პასუხი არის ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება პროცესს. ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ესენი არიან აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები, რომლებსაც ამოძრავებთ ერთადერთი დავალება, ამოცანა და ეს არის სიძულვილის გაღვივება ჩვენ ქვეყანაში. სიძულვილის გაღვივების ამოცანას ყველაზე ეფექტურად შეიძლება დაუპირისპირდე საპირისპო დამოკიდებულებით და არა, სიძულვილით. კიდევ ერთხელ, ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ, არ გავცეთ არავითარი პასუხი ასეთ ადამიანებს, მათ წისქვილზე დავასხამთ წყალს, ჩვენ თუ სიძულვილს ვუპასუხებთ სიძულვილით. პირიქით, ჩვენ განსხვავებული დამოკიდებულებით უნდა დავამარცხოთ სიძულვილი, რომლის თავს მოხვევასაც ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის გარე ძალები, მათ შორის კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები“, – განაცხადა კობახიძემ.