ირაკლი კობახიძე – რეგიონების თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

რეგიონების თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თანდათანობით იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება, ბიუჯეტების მოცულობა, შემოსავლების მოცულობა.
„წარმატებით მიმდინარეობდა სამუშაოები განახლებული რეგიონების პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში. ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და დასრულებულია 730 მილიონ ლარამდე ღირებულების 78 პროექტი. ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება შესაბამისი პროექტები. განახლდა 730-მდე შენობა 40 ათასზე მეტ ფართობზე მოეწყო 92 სკვერი. მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გასულ წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა 350 მილიონ ლარამდე ღირებულების 864 პროექტი. წელს ფონდიდან უკვე განაწილებულია 400 მილიონი ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შარშან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 40 600 000 ლარი დაფინანსდა 3 780 პროექტი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება