ირაკლი კობახიძე – რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია, როდესაც ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა – გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებიდან

როდესაც ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც პირველ რიგში, ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა, რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია – ისინი საკუთარ გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებიდან. ეს არ მოხდება! – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი მ განაცხადა.
მისივე თქმით, „თან რუსეთში ვაჭრობენ და არ გმობენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლითაც მოთხოვნილია სთვის სანქციების დაწესება“.
„ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თვითონ არიან ამ პრაგმატული პოლიტიკით მოსარგებლეები. აქ ჩანს რეალურად, რომ პოლიტიკური მიკერძოება აქვთ. ეს პოლიტიკური მიკერძოება არის მთავარი მიზეზი იმის, რომ აკეთებენ არაადეკვატურ განცხადებებს. თან რუსეთში ვაჭრობენ და არ გმობენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლითაც მოთხოვნილია რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ერთადერთ რაიმეზე შესაძლოა მიანიშნებდეს ასეთი ორმაგი სტანდარტი, მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, მათაც სურდათ, როგორც დანარჩენ 750 ათასს ამომრჩეველს ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რასაც ვერ მიაღწიეს. ახლა იმედგაცრუების გამო ორმაგი სტანდარტებით საუბრობენ. როდესაც ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც პირველ რიგში, ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა, რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია. ამასაც შესაძლოა ჰქონდეს ახსნა. არიან კონკრეტული ბიზნესმენები, რომელთაც კავშირი აქვს შესაბამის ძალებთან. ისინი საკუთარ გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებიდან. ეს არ მოხდება. ბიზნესის თავისუფლება უზრუნველყოფილი იქნება“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება