რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას – ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გვესაუბრონ. დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ. ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, თავის დროზეც გახსოვთ, რომ რუსული კანონი დაარქვეს კანონს, რომელიც პირდაპირ რევოლუციების წინააღმდეგ იყო მიმართული, მაშინაც შევთავაზეთ ევროპულ ბიუროკრატიას, მაშინდელ ყოფილ ამერიკულ ბიუროკრატიას, გვესაუბრა საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ, ყველა თემასთან დაკავშირებით. თუ დაგვიმტკიცებდნენ, დაასაბუთებდნენ, რომ რაღაც იყო ცუდი ამ კანონში, ჩვენ ვიყავით მზად, რომ დაგვეხია უკან. არავითარი დისკუსია, საბჭოური მიდგომა. აქაც იგივეა, დეპეშებს გვიგზავნიან. მოდით, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და გვესაუბრონ, ევროპული მიდგომებით იმოქმედონ. ეს არის ჩვენი მოწოდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ.
[..] არის ნული კომუნიკაცია, გარდა გამოგზავნილი დეპეშისა. ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში. გარდა ასეთი ტიპის დეპეშისა, არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა ევროპულ ბიუროკრატიასთან, რაც არის საბჭოური მიდგომა. მე ვისურვებდი, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ეს საბჭოური მიდგომა დაძლიოს. ჩვენ ვართ ღია საუბრისთვის იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ვართ აბსოლუტურად მართლები. საჯაროდ იქნება, არასაჯაროდ იქნება, მოვიდნენ და სცადონ კომუნიკაცია, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.