– რამდენი ადამიანიც ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს, პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი – ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც

ხედავთ, რომ რამდენი ადამიანიც ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს, პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი. ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილისა და გიორგი ბაჩიაშვილის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის წინააღმდეგ წარმოებს პოლიტიკური დევნა.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, პოლიტიკისთვის თავის შეფარების პრაქტიკა „რადიკალურმა ოპოზიციამ“ დაამკვიდრა.
„არ შეიძლება პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი ამ ქვეყანაში. ხედავთ, რომ რამდენი ადამიანიც ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი. ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაში, რაც არასწორია. ეს სტანდარტი დაამკვიდრა რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში, აძლევენ თავშესაფარს ყველა კრიმინალს, თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და აფასებს ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერმა.