ირაკლი – რადიკალურ ოპოზიციას კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა ჰქონდა – ოფისებში შემალული პოლიტიკოსები მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან

რადიკალურ ოპოზიციას კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა ჰქონდა – ოფისებში შემალული პოლიტიკოსები მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, „ძალადობის მთავარი კერა სწორედ პარტიული ოფისები იყო“. მისივე განცხადებით, არაკონსტიტუციურ ქმედებას სათანადო რეაგირება სჭირდება.
„ოფისებში შემალული პოლიტიკოსები მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.
ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა სწორედ პარტიული ოფისები იყო. როგორც კი ოფისებში შევედით, როგორც კი ძალადობის კერა და ძალადობის წყარო გავანეიტრალეთ, ძალადობაც დასრულდა.
რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც არსებითად ოთხი პარტიაა, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა ჰქონდა. ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უკანონო, არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სათანადო რეაგირება სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!

გიგი უგულავა – „ოცნების“ აშშ-თან „შეტენვის“ ოპერაცია გრძელდება, მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი დაესწრება. აი, ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთში