ირაკლი კობახიძე: პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი

პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა 1 500 მეწარმე სუბიექტი და შეიქმნა 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი. ამის შესახებ “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, მ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდამჭერი კონკრეტული პროგრამები.
„ასევე, საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, დაფინანსდა 267 კომპანიის 292 პროექტი, შეიქმნა 3 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებიც ფინანსდება, გვაქვს საგადასახადო შეღავათების სისტემა, რომელიც მოქმედებს, გვაქვს სტარტაპების მომზადების დაფინანსების სისტემა, რომლითაც უზრუნველვყოფთ მსმენელების გადამზადებას. , ფაგები და აგროტექნოლოგიები, ამ მიმართულებითაც იდგმევა ნაბიჯები. შესაბამისად, გვაქვს მრავალი პროგრამა, ეს არის მხოლოდ რამდენიმე სამაგალითო ჩამონათვალი, დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია სამთავრობო ანგარიშში. არის არაერთი პროგრამა, რომელიც დამატებით ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას, კონკრეტული პროექტების დაფინანსების საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი მ.