ირაკლი კობახიძე – პრობლემები აქვს „ლელოს“ – დღემდე ვერ გაიგეს რა განსხვავებაა ნომინალურ და რეალურ მთლიან შიდა პროდუქტს შორის, მათ შორის, ხაზარაძემ ვერ გაიგო, რომელიც აქამდე ეკონომისტად ითვლებოდა, თურმე არც ეკონომისტი ყოფილა

პრობლემები აქვს პარტია „ლელოს“ – დღემდე ვერ გაიგეს რა განსხვავებაა ნომინალურ და რეალურ მთლიან შიდა პროდუქტს შორის. მათ შორის, ხაზარაძემ ვერ გაიგო, რომელიც აქამდე ეკონომისტად ითვლებოდა, თურმე არც ეკონომისტი ყოფილა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვერ გაიგეს როგორ შეიძლება გაორმაგდეს ნომინალური ეკონომიკა.
შეფასებებს აკეთებდა მთლიან შიდა პროდუქტთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ნომინალური და რეალური შიდა პროდუქტი გვეშლება. თუ დააკვირდებოდით, ჩვენ შესაბამის შემთხვევაში ხან ნომინალურ შიდა პროდუქტზე ვსაუბრობდით, გარკვეულ შემთხვევებში კი ვსაუბრობდით რეალურ მთლიან შიდა პროდუქტზე. ეს პრობლემები აქვს მაგალითად პარტია “ლელოს”. დღემდე ვერ გაიგეს რა განსხვავებაა ნომინალურ და რეალურ შიდა პროდუქტს შორის. მაგალითად, ვერ გაიგეს როგორ შეიძლება რეალური ზრდა გვქონდეს 10% 3 წლის განმავლობაში, როგორ შეიძლება ნომინალური ეკონომიკა გაორმაგდეს. მათ შორის, ხაზარაძემ ვერ გაიგო, რომელიც აქამდე ეკონომისტად ითვლებოდა, თურმე არც ეკონომისტი არ ყოფილა და არც არაფერი. ეს მათი პრობლემაა. ჩვენ ვასხვავებთ ნომინალურ და რეალურ მთლიან შიდა პროდუქტს, სადაც შესაბამისი მონაცემები გვჭირდება ფაქტების გასამყარებლად ნომინალურზე ვსაუბრობთ, სადაც გვჭირდება რეალურზე ვსაუბრობთ”,- აღნიშნა მ.
ამასთან, განმარტა, რომ ” 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ქართული ეკონომიკა ხელოვნურ სუნთქვაზე იყო“.
„იმ პერიოდში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო საქართველო რეგიონის ყველა ქვეყანას ჩამორჩებოდა ეკონომიკის რეალური ზრდის კუთხით, მათ შორის, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ყველას ვუსწრებთ, პირველ ადგილზე ვართ რეგიონში. გახსოვთ, 2004-2008 წლებში, რით იყო გამოწვეული მაღალი მონაცემები. მთელი რეგიონის მასშტაბით ძალიან დიდი მაღალი ზრდის მაჩვენებლები იყო, შემდეგ 2008 წლის ომი მოხდა, 2009 წელს რეცესია იყო, 4 მილიარდი რომ არ ჩაესხათ ეკონომიკაში, ამას ვერც ქვეყანა გაუძლებდა და ვერც ხელისუფლება, ხელისუფლება გადარჩა ამ 4 მილიარდ დოლარიანი ინვესტიციით“,- აღნიშნა კობახიძემ.