ირაკლი კობახიძე პრემიერი გახდა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. ქართული ოცნების თავმჯდომარე, პრემიერმინისტრი გახდა.
პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა 5 თებერვალს კომიტეტებში დაიწყო და დღეს პლენარულ სხდომაზე დასრულდა.
პრემიერმინისტრის კანდიდატად ქართული ოცნების ყრილობაზე წარადგინეს. ის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც პოსტი 29 იანვარს დატოვა. ყოფილი პრემიერი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდა.
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამოქმედო გეგმა – “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” წარუდგინა.
ირაკლი კობახიძემ პირველ თებერვალს თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდება, კერძოდ, ჯუანჯერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ამ პოსტზე პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი წარადგინეს.