ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული, ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხება – ამ ბრძოლაში წარმატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის

პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული, ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამ ბრძოლაში წარმატების მიღწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველო--ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
მისი თქმით, საქართველოს სურს „აშშ-სთან ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა და სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება“.
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, აშშ-ში იმართება ინაუგურაცია. ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ გასული 4 წელიწადი საკმაოდ რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის ისევე, როგორც მთლიანად, მთელი მსოფლიოსთვის. არაერთი კრიზი იყო, კვლავ მიმდინარეობს ომი ში, ახლო აღმოსავლეთში. ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა ამ 4 წლის განმავლობაში. ლიბერალური ფაშიზმი, რაც არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემა, მანაც ახალი განვითარება შეიძინა ამ 4 წლის მანძილზე. კონკრეტულად, ჩვენს ქვეყანაში იყო ამ 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობა. სამწუხაროდ, მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად, ჩვენს ქვეყანაშიც რთული პროცესები იყო. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი 4 წელი იქნება თვისობრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც. პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული, ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ბრძოლა „დიფ სთეითან“ პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად და ასევე, ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად ვრცელდებოდა გასული 4 წლის მანძილზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა, რომ გვსურს ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან. იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები გვექნება. ამ კუთხითაც 2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,-განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ასევე, შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან „რადიკალებს გადამწყვეტი დარტყმა“ უნდა მიაყენონ.
„ჩვენ გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს. ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს შეუფერხებელი განვითარება და მიაღწიოს ყველა იმ ეროვნულ მიზანს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს დასახული“,-განაცხადა კობახიძემ.