ირაკლი – პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაა, რომ მან უნდა გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან – როცა ამ ფონზე კონკრეტული ამერიკელი „დიფ სთეითის“ აგენტები უარყოფითად მოიხსენიებენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს, ეს არის ძალიან დიდი სპეკულაცია

პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაა, რომ მან უნდა გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან. როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ამერიკელი „დიფ სთეითის“ აგენტები უარყოფითად მოიხსენიებენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს, ეს არის ძალიან დიდი სპეკულაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თავად ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა გააღრმაოს ჩინეთთან პარტნიორობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით.
„რაც შეეხება ჩინეთს, პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაა, რომ მან უნდა გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან. როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ამერიკელი „დიფ სთეითის“ აგენტები უარყოფითად მოიხსენიებენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს, ეს არის ძალიან დიდი სპეკულაცია. თვითონ ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა გააღრმაოს ჩინეთთან პარტნიორობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. თქვენ ხედავთ, რამდენად სპეკულაციურია ის განცხადებები, რასაც აკეთებენ როგორც ქართული, ასევე „დიფ სთეითის“ კონკრეტული აგენტები“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო