ირაკლი – პრეზიდენტის სასახლის ღობე იყო ჩვეულებრივ მდგომარეობაში – შეგიძლიათ ჩაატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, ნებისმიერ რკინის ღობეს იგივე რაოდენობის ადამიანებით მიადგეთ და გადაანგრევთ

პრეზიდენტის სასახლის ღობე იყო ჩვეულებრივ მდგომარეობაში – შეგიძლიათ ჩაატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, ნებისმიერ რკინის ღობეს იგივე რაოდენობის ადამიანებით მიადგეთ და გადაანგრევთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
„მე გირჩევთ ამ აბსურდიდან გამოხვიდეთ. მართლა საოცრებაა, რასაც ცდილობთ. ჯებირი იყო ჩვეულებრივ მდგომარეობაში, შეგიძლიათ ჩაატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი. შეგიძლიათ, ნებისმიერ რკინის ღობეს მიადგეთ იგივე რაოდენობის ადამიანებით და ნებისმიერი მსგავსი ზომის ჭიშკარს გადაანგრევთ. ეს არის საგამოძიებო ექსპერიმენტი და რაზე გინდათ რომ ვისაუბროთ?!“ – განაცხადა მ.
ჟურნალისტის კითხვაზე, „4 წამში?“ კობახიძე პასუხობს: „კი, რა თქმა უნდა. რამდენიც იქ იყო საკმარისია იმისათვის, რომ ნებისმიერი ასეთი ბარიერი გადაანგრიოს“.