ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის გამოსვლა იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის გამოსვლა – აშკარად აპირებს შექმნას ფსევდო შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის სექტემბერში გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

მან რეალურად დაადასტურა, ის გეგმები, რაზეც ვსაუბრობდით, აშკარად აპირებს შექმნას ფსევდო შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის ის სექტემბერში გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას,- ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი მ საქართველოს პრეზიდენტის, ს წლიური მოხსენება.
მისივე თქმით, „ეს იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა“.
„რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, საინტერესო არ იყო არაფერი. მან რეალურად დაადასტურა, ის გეგმები, რაზეც ვსაუბრობდით, აშკარად აპირებს შექმნას ფსევდო შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის ის სექტემბერში გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ეს იყო ერთადერთი საინტერესო, რაც შეიძლება ამოვიკითხოთ მისი გამოსვლიდან, დანარჩენი ეს იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა“,- აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მომავლის ქარტიის – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნაზე ისაუბრა, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ეს არის მორიგი რადიკალური ოპოზიციური პარტიის შექმნის ანონსი“.
„სხვა არაფერია, ბუნებრივია, ამით ვერ ვიქნებით დაინტერესებული. ეს არის მისი საქმე. ვიღაცების მიზანია, სალომე ზურაბიშვილთან ერთად კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, რაც ძალიან გაუჭირდებათ“,- აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ