ირაკლი კობახიძე პორტუგალიაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ლევან წურწუმიას შეხვდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეხვედრაზე საქართველოსა და პორტუგალიაში არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა ლევან წურწუმიას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ლევან წურწუმია წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. სხვადასხვა დროს იკავებდა ში საქართველოს საელჩოს და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას, ასევე იყო საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მუშაობდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.