ირაკლი – პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია, ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომასა და გმირობას

პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია და ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომასა და გმირობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღე მიულოცა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს ყველა თანამშრომელს.
„მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ თანამშრომელს. პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია და რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომას და გმირობას. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო მინისტრს და თითოეულ თანამშრომელს ეს დღე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო