ირაკლი კობახიძე – პირველი აღიარება მოვისმინეთ, რომ ხაზარაძე გადასახადებს არ იხდიდა, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება – შეიძლება უფრო საინტერესო აღმოჩნდეს მეორე აღიარება

აღიარებულია ის, რომ ხაზარაძე კონკრეტული გარიგების საფუძველზე გადასახადებს არ იხდიდა, თუმცა კიდე უფრო საინტერესოა, არსებობდა თუ არა რეალურად ასეთი გარიგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს, შემოსავლების სამსახურის განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომელიც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინის ქირაობის საკითხზე მოკვლევის დაწყებას შეეხებოდა.
პრემიერის თქმით, უფრო საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს „მეორე აღიარება, რომელიც მომავალში შეგვიძლია მოვისმინოთ“.
„პირველი აღიარება უკვე მოვისმინეთ. რეალურად, აღიარებულია ის, რომ ხაზარაძე კონკრეტული გარიგების საფუძველზე გადასახადებს არ იხდიდა, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, არსებობდა თუ არა რეალურად ასეთი გარიგება. ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. რეალურად, მართლა გადასახადის არ გადახდას ჰქონდა ადგილი თუ სინამდვილეში არ იყო არავითარი ფინანსური გარიგება, რომელიც უკავშირდებოდა ამ კონკრეტული ქონების დაქირავებას. ეს არის მთავარი კითხვა ახლა. პირველი აღიარება მოვისმინეთ, თუმცა შეიძლება უფრო საინტერესო აღმოჩნდეს მეორე აღიარება, რომელიც მომავალში შეგვიძლია მოვისმინოთ“,- განაცხადა მ.
ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს. უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო. მათივე განცხადებით, ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები გატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – მათ ენაზე ვეტყვი – რა „მელკი“ ხალხიც არიან, ისეთივე „მელკი და მეშჩან“ თემებს დასდევენ – ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი „ლელო – ძლიერი საქართველო“ გახდა, გასაგებია, ვაწუხებთ

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი – დღეს 5 მოწმიდან 4 იყო მოყვანილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არასდროს, სხვა აქციების დროსაც, ანდრო ჭიჭინაძის მხრიდან უკანონო მოქმედება არ უნახავთ – ვერ დასტურდება ცალკეულად ძალადობრივი მოქმედები, ვერც ჯგუფურობა

შემოსავლების სამსახური – სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ – მხოლოდ მას შემდეგ მიმართეს შემოსავლების სამსახურს, რაც ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი საკითხის მოკვლევა დაიწყო