– პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები – ეს უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში

თქვენ ხედავთ, რომ არამარტო ექსტრემისტ, არამედ პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები – ასეთი ფაქტები კიდევ უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ს საქმესთან დაკავშირებით “ლელო-ძლიერი საქართველოს” პოზიციის შეფასებისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ექსტრემიზმიდან ტერორიზმის გამართლებაზე გადავიდნენ.
„თქვენ ხედავთ, რომ არამარტო ექსტრემისტ, არამედ პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები. ექსტრემიზმიდან უკვე ტერორიზმის გამართლებაზე გადავიდნენ და ამისთვის ხელის დაფარებაზე გადავიდნენ. ეს აჩვენებს მათ სახეს. ასეთი ფაქტები კიდევ უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში“,- აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ს საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა: „ალეკო ჩვენი თანამებრძოლია, არსაიდან არ იქნება გარიცხული. მე პირიქით მინდა, “წავუყენო ბრალი” შალვა პაპუაშვილს, ალეკო ელისაშვილი 40-ლარიან სკამს ასხამდა ნავთს, მაგრამ და მისი რეჟიმი ასობით ათას ქართველს, მათ შორის, ბავშვებს წამლავდა, ეგ არის ტერორიზმი“.
აღნიშნულით ის გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ს განცხადებას, რომ თუ პარტიები ალეკო ელისაშვილს ორშაბათამდე არ გარიცხავენ, „ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები გახდებიან”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არაფრისგან სკანდალს ვერ შექმნით! ხელში შეგრჩათ მხოლოდ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც „შეისწავლოს“ – ნუ ნერვიულობთ, თუთიყუშიც კარგად იქნება!

ირაკლი კობახიძე BBC-ის ფილმზე – შეგიძლიათ ამოიღოთ, როგორი იყო კლინიკებში მიმართვიანობის სტატისტიკა – ეს არის აბსოლუტური აბსურდი, სპეცსამსახურების ხელით შეთითხნილი რაღაც ტყუილი, ჩვეულებრივი „ფეიკი“