ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავისი თავი, თავისი სამინისტრო და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იქიდან გამომდინარეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგებულად გავლა ახასიათებთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლს ქირაობს.
კობახიძის თქმით, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდაჭერად გამოდიხარ, კითხვები ერთი ორად მძაფრდება.
„ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავისი თავი. მეტიც – უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი საგარეო საქმეთა სამინისტრო. არ ვიცი, შეიძლება უხერხულობის მასშტაბი კიდევ უფრო დიდი იყოს, დაველოდოთ ინფორმაციას ფინანსებთან დაკავშირებით როგორ ხდებოდა ამ ხარჯების ანაზღაურება, გადასახადების გადახდა და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდაჭერად, ბუნებრივია კითხვები ერთი ორად მძაფრდება. დანარჩენზე საზოგადოება თავად იმსჯელებს.
თავისთავად, ეჭვები ძლიერდება, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ როგორც წესი, გერმანულ სტრუქტურებს ახასიათებთ მოწესრიგებულად სამართლებრივი საკითხების გავლა, ხელშეკრულებების გაფორმება, როდესაც ასეთ პირობებში იმალება ინფორმაცია თანხებთან დაკავშირებით და ამას ემატება კონკრეტული ელჩის პოლიტიკური სიმპათიები კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ, ეს ყველაფერი ამძაფრებს კითხვას ყველაფერთან დაკავშირებით“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

თათია ნიკოლაშვილი – ძალოვანი უწყების ავტომობილი ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას – მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ ვაფრთხილებ, რომ თუ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ გააკეთებენ, თვალებს „ამოვუწვავ“