ირაკლი – პატრონებმა გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში, აგენტის მძიმე ხვედრი კარგად გამოჩნდა გახარიას, ზურაბიშვილის, ხაზარაძის, გვარამიას და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე

პატრონებმა გადაწყვიტეს, ეს ადამიანები [დაკავებული პოლიტიკოსები] არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში – ვხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს აგენტები: გუშინ სრული კატასტროფა, გახარია გაქცეულია, სხვა აგენტები საპატიმროში არიან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩვენი თანამოქალაქე გახდეს უცხოური ძალის აგენტი, რადგან აგენტის ხვედრი უმძიმესია“.
„პატრონებმა გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში. ეს თავიდან ბოლომდე მათი პატრონების გადაწყვეტილება იყო. ძალიან ცუდად ექცევიან საკუთარ აგენტებს. ვხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს აგენტები – გუშინ სრული კატასტროფა, გახარია გაქცეული, სხვა აგენტები საპატიმროში არიან. ასე ექცევა „დიფ სთეითი“ საკუთარ აგენტებს. მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც სამომავლოდ შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკურ პროცესში ჩართვის და ზოგადად აქტიურ საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვის ამბიცია – მინდა მათ ვთხოვო, რომ მაქსიმალურად გულისყურით მოეკიდონ ამ საკითხს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩვენი თანამოქალაქე გახდეს უცხოური ძალის აგენტი, რადგან აგენტის ხვედრი უმძიმესია. თავიდან ვინმესთვის შეიძლება, ეს საქმიანობა მიმზიდველი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი ხვედრი უმძიმესია, რაც გამოჩნდა ზურაბიშვილის, გახარიას, ხაზარაძის, გვარამიას და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?