ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ფაქტები [წულუკიანის] კომისიაში იკრიბება

ირაკლი მ „საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში” თქვა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ფაქტები ს კომისიაში იკრიბება.

კომისია, რომელიც „ქართული ოცნების” პარლამენტში მუშაობს, „ენმ-ის დანაშაულებს” შეისწავლის. მათ გამოკითხეს ათობით ადამიანი. ხოლო იმ პირების მიმართ, რომლებმაც სხდომაზე მისვლაზე უარი განაცხადა, სისხლის სამართლის საქმე დაიწყეს.

მ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა „ოცნების” პრორუსული ნარატივი და თქვა, რომ ენმ-მ დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი.

„ოცნების” პრემიერის განცხადებით, სწორედ წულუკიანის კომისიაში „იკრიბება ფაქტები”, რომლებიც საფუძვლად დაედება „ენმ”-ის, „ლელო”-ს, „ახალი”-ს და „გახარია-საქართველოსთვის” აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში. იკრიბება ფაქტები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს. ეს არის მთლიანად ჩვენი გუნდის განზრახვა, რომ ამ პროცესის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, რომ ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა, მასთან დაკავშირებული პარტიები გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად.

მე ვფიქრობ, რომ ოთხივე პარტიაზე შეიძლება [გავრცელება]. ამას გვიჩვენებს პროცესი, როცა მომზადდება შესაბამისი სარჩელი, მერე წარიმართება პროცესი სასამართლოში. მაგრამ მე წინასწარ ჩემი ანალიზი მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს შედეგი გავრცელდეს კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან მოაზრებულ ოთხივე პარტიაზე: ეს არის ენმ, ახალი, ლელო და გახარიას პარტია. ყველა ეს პარტია დღეს ჩართულია ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებაა.

2025 წლის 13 მაისს „ოცნების” პარლამენტმა დაამტკიცა  პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო პაკეტი.

ცვლილებები შევიდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში.

დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.

როგორც კობახიძემ თქვა, ახლა „ქართული ოცნება” სწორედ საკონსტიტუციო სარჩელზე მიმართოს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა