ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 27 ივნისს გამოვა

პარლამენტში, 27 ივნისს, ყოველწლიური მოხსენებით პრემიერ-მინისტრი გამოვა. ირაკლი კობახიძის მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს უკვე წარედგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, კობახიძე პარლამენტს, პარლამენტის ტრიბუნიდან 27 ივნისს მიმართავს.
პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს 1 ივნისამდე წარედგინება.
პარლამენტის რეგლამენტი პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ, მისი მისამართით კითხვების დასმას და სიტყვით გამოსვლებს ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა