ირაკლი კობახიძე – პარლამენტში მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, გვექნება საუბარი სამომავლო გეგმებზეც

თებერვალში წარდგენილ ანგარიშში მქონდა საუბარი სამომავლო გეგმებზე, აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 28 ივნისს, პარლამენტში მოხსენების წარდგენას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხება სამომავლო გეგმებსაც, თუმცა დეტალური გეგმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იქნება ცნობილი.
„ტრადიციულად, ეს მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში. თებერვალში მქონდა ანგარიში, საუბარი სამომავლო გეგმებზე. აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, რომელსაც წარვადგენ, ასევე – ზოგადად გვექნება საუბარი, მათ შორის, სამომავლო გეგმებზეც, თუმცა უფრო დეტალურად, სამომავლო გეგმებზე გვექნება საუბარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში”, – აღნიშნა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის