ირაკლი კობახიძე პარლამენტთან ჯებირების შესახებ კითხვაზე – ვიღაც ექსტრემისტი რომ მოგვარდება, ხომ უნდა დაიცვა სახელმწიფო შენობა?

რა თქმა უნდა, ვიღაც ექსტრემისტი რომ მოგვარდება, ხომ უნდა დაიცვა სახელმწიფო შენობა? მითუმეტეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი რაღაც რევოლუციური პროცესების შესახებ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი მ განაცხადა, რითაც პარლამენტის შენობასთან ჯებირების შესახებ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, არ იცის ჯებირები დამონტაჟდება თუ არა, თუმცა ის საჭიროა, რათა საკანონმდებლო ორგანოს შენობა მეტად დაცული იყოს.
„რა დამონტაჟდა და რა დამონტაჟდება არ ვიცი. მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვენიჭება კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის გეგმები გადაიდო, მაგრამ გადაიდო ერთი წლით. ყველამ იცის, რომ როგორც კი წააგებენ საპარლამენტო არჩევნებს, მაშინვე ეცდებიან თავიდან რაღაც აჟიოტაჟის შექმნას.
რა თქმა უნდა, ვიღაც ექსტრემისტი რომ მოგვარდება, ხომ უნდა დაიცვა სახელმწიფო შენობა? მითუმეტეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი რაღაც რევოლუციური პროცესების შესახებ. რა თქმა უნდა, არავითარი შანსი არ აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ წარმატებით მიიყვანოს ბოლომდე რაიმე რევოლუციური გეგმა, მაგრამ პრევენცია ზედმეტი არასოდეს არ არის.
ყველამ იცის, როგორც კი წააგებენ საპარლამენტო არჩევნებს, თანაც ძალიან მწარედ, მაშინვე დაიწყებენ ამ რევოლუციურ გეგმებზე ფიქრს. თუმცა, რა თქმა უნდა, ნულოვანი შანსი აქვთ მათ რომ ეს რევოლუციური გეგმები სისრულეში მოიყვანონ. ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ რევოლუციას სჭირდება ზუსტად იგივე რესურსი, რა რესურსიც სჭირდება არჩევნების მოგებას – ეს არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ“, – განაცხადა კობახიძემ.