ირაკლი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა, – ინფორმაციას საქრთველოს მტავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართება.
„ირაკლი კობახიძეს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ხვალ პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის შემდეგ დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი თურქმენეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა