ირაკლი კობახიძე – ორშაბათისთვის საბოლოო სახეს მიიღებს სამოქმედო გეგმა, რომელიც დაკავშირებულია 9 პრიორიტეტის შესრულებაზე

ორშაბათისთვის საბოლოო სახეს მიიღებს სამოქმედო გეგმა, რომელიც დაკავშირებულია 9 პრიორიტეტის შესრულებაზე, მთავრობაში გაიმართება შესაბამისი შეკრება – სამოქმედო გეგმა გაითვალისწინებს ფორმატებსაც, რაც დაკავშირებული იქნება კონსულტაციებთან, საუბარია პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი მ განაცხადა.
მისივე თქმით, 2022 წელს, როდესაც მუშაობა დაიწყეს 12 პრიორიტეტზე, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს სამუშაო ჯგუფებში ჩართულობასა და მონაწილეობაზე.
“ორშაბათისთვის საბოლოო სახეს მიიღებს სამოქმედო გეგმა, რომელიც დაკავშირებულია 9 პრიორიტეტის შესრულებაზე. როგორც ვიცი, მთავრობაში გაიმართება შესაბამისი შეკრება. ეს სამოქმედო გეგმა ასევე გაეგზავნება ევროკომისიას, ალბათ იქნება მცირე კონსულტაციები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მიიღოს საბოლოო სახე. ამის შემდეგ უკვე შეიძლება დაიწყოს სამუშაო პროცესი 9 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით. სამოქმედო გეგმა გაითვალისწინებს შესაბამის ფორმატებსაც, რაც დაკავშირებული იქნება კონსულტაციებთან, საუბარია პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციაზე. სამოქმედო გეგმა ისეთივე დეტალური იქნება, როგორიც თავის დროზე 12 პრიორიტეტთან დაკავშირებული გეგმა იყო. გაწერილი იქნება როგორც აქტივობები, ასევე პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები. ძალიან დეტალური სამოქმედო გეგმა გვექნება წარმოდგენილი, ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება სამუშაო ფორმატების შექმნა, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით.
ბუნებრივია, ცოტა პესიმისტური მოლოდინები გვაქვს. გახსოვთ, 2022 წელს, ზაფხულში სამუშაო ჯგუფები შევქმენით, როდესაც მუშაობა დავიწყეთ 12 პრიორიტეტზე მაშინ, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს სამუშაო ჯგუფებში ჩართულობასა და მონაწილეობაზე. ეს სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, მოლოდინებიც პესიმისტურია. დავიტოვოთ იმედი, რომ გარკვეულ პროცესებში ისინიც ჩაერთვებიან“,- აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საელჩო საქართველოში: ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის უპირობო კაპიტულაციით დასრულდა გერმანიის მიერ გაჩაღებული ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანი, მათ შორის ასი ათასობით ქართველი შეიწირა

შალვა პაპუაშვილი – მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა – ნათელია და ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული თავდასხმები, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება