ირაკლი კობახიძე ოპტიმიზმით ელოდება ტრამპის ინაუგურაციას, რომელსაც “ვერ მოუსწრებს” სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი მ, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად, კომენტარი გააკეთა სა და ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ს შეხვედრაზე, რომელიც 7 დეკემბერს პარიზში, ღვთისმშობლის ტაძრის გახსნისადმი მიძღვნილი ცერემონიის ფარგლებში გაიმართა.
მ კვლავ გაიმეორა, რომ იმედით ელოდება 20 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც, მისი თქმით, ბევრ რამეს შეცვლის მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში.
„ვფიქრობ, 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მათ შორის დამშვიდდება ჩვენი რეგიონი. რა თქმა უნდა, ველოდებით -ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამის დიდი იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად დამშვიდება ეს რეგიონი და, რაც დადებითად უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც. შესაბამისად ქართული საზოგადოება მთლიანად დიდი ოპტიმიზმით ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, რასაც სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს, მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად. მისთვის აქტუალური საერთოდ არ არის ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“.