ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებზე – პარლამენტისთვის ღირებული არცერთი პარტია და არცერთი მათი წარმომადგენელი არ იქნება – მათი გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არ შემოვლენ, ასეც და ისეც, პარლამენტი ლეგიტიმური იქნება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის გადასაწყვეტია, შევლენ თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტში. თუმცა, როგორც მ ბრიფინგზე აღნიშნა, პარლამენტისთვის მაინც და მაინც ღირებული არცერთი პარტია და არცერთი მათი წარმომადგენელი არ იქნება.
„ჩვენთვის ეს მაინც და მაინც საინტერესო საკითხი არ არის. პარლამენტისთვის მაინც და მაინც ღირებული არცერთი პარტია და არცერთი მათი წარმომადგენელი არ იქნება. იცით, რა პარტიებზეა საუბარი და რა სახეები ჰყავთ მათ საკუთარ პარტიაში, საუბარია, როგორც „ნაცმოძრაობაზე“, ისე მეორე, მესამე, მეოთხე „ნაცმოძრაობაზე“. არც თავისი პარტიული შინაარსით და არც ადამიანური რესურსით არცერთი მათგანი საპარლამენტო მუშაობისთვის საინტერესო არ არის. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ამით ვერ დავინტერესდებით, ამაზე დროს ვერ დავხარჯავთ. მათი გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არ შემოვლენ, ასეც და ისეც, პარლამენტი ლეგიტიმური იქნება. ერთ მდინარეში მეორედ ვერ შეხვალ. შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ იგივე პროცესების გამეორებას, რაც მათ ქვეყანაში 4 წლის წინ განახორციელეს, რითაც ისინი ცდილობდნენ, დაეზიანებინათ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. იმავეს მეორედ ვერ გააკეთებენ. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია, ვისაც უნდა შევიდეს, ვისაც უნდა ნუ შემოვა“,- განაცხადა მ.