ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებს კანდიდატის დასახელებას და სადაც დააყენეს, სჯობდა, იქაც არ დაეყენებინათ – თბილისში წარადგინეს ადამიანი, რომელსაც ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა „ტვ პირველში“ პარკით ხელში და მიჰქონდა 200 ათასი ლარი

თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებენ კანდიდატის დაყენებას – სადაც დააყენეს, სჯობდა, იქაც არ დაეყენებინათ,- ამის შესახებ პრემიერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ირაკლი მ აღნიშნა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს შეარჩევდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს, ასეთი ოპოზიციის მდგომარეობა კი მმართველი გუნდისთვის “საქმეს აიოლებს“.
“თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როდესაც 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებენ კანდიდატის დაყენებას. ეს ნიშანია, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სადაც დააყენეს, სჯობდა, იქაც არ დაეყენებინათ. თბილისში, „ლელოს“ თანამშრომელია დაყენებული კანდიდატად. ეს ადამიანი დაკავებული იყო იმით, რომ ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა ამ ადამიანს „ტვ პირველში“, სადაც პარკით ხელში მიჰქონდა 200 ათასი ლარი ტელევიზიაში. ასეთი საქმიანობით იყო დაკავებული.
თავის დროზე ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა შეერჩიათ, თუმცა ხედავთ, ესეც ვერ მოახერხეს. ასეთია ოპოზიციის მდგომარეობა, რაც ჩვენთვის კარგია, აიოლებს საქმეს“, – აღნიშნა პრემიერმა.