ირაკლი ოპოზიციაზე – თვითონ დაიმხეს საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია – ხელი არ წაუცდეთ, რამე არ დაუშავონ, არ მოუწიონ საკუთარ თავს, ეს არის ერთადერთი რჩევა

ოპოზიციამ თვითონ დაიმხო საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი რჩევა, რაც შეუძლია მისცეს ოპოზიციას არის ის, რომ „ხელი არ წაუცდეთ“.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხელი არ წაუცდეთ, რამე არ დაუშავონ საკუთარ თავს, რამე არ მოუწიონ საკუთარ თავს, ეს არის ერთადერთი რჩევა, რაც ამ ხალხს შემიძლია მივცე. სიტყვა „დამხობას“ რაც შეეხება, ოპოზიცია თვითონ არის დამხობილი. ხედავთ, როგორია რეიტინგები, როგორია მათი მდგომარეობა, ერთმანეთს როგორ ჭამენ. თვითონ დაიმხეს საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”