ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
პრესსასმსახურის თანახმად, განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ამ მიმართულებით, სომხეთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის როლი.
შეხვედრის შემდეგ ირაკლი X-ზე დაწერა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის წინ, ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს.
„დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას”, – აცხადებს ირაკლი .

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)