ირაკლი – ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე

სომხეთში ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ერევანში დღეს გამართული შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას და წვლილს შეიტანს საერთო წარმატებაში.
„ჩვენი ურთიერთობების მტკიცე და პოზიტიური დინამიკა, რომელიც სპორტული და კულტურული კავშირებით კიდევ უფრო მყარდება, ჩვენს ხალხებს შორის ღრმა ისტორიული კავშირების დასტურია. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და წვლილს შეიტანს საერთო წარმატებაში”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრიაშვილი: დონალდ ტრამპი ძალიან ახლოს არის ირანზე დარტყმის განხორციელებასთან, თუმცა არსებობს კითხვები როგორ და როდის გააკეთებს ამას – ამ ეტაპზე ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჯერ მხოლოდ სამზადისი მიმდინარეობს