– ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია დაინტერესდეს გამოძიებით და შეგვიძლია, გავუზიაროთ, როგორც დოკუმენტაცია, ასევე, სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით – ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ხელისუფლება მზად არის, გაუზიაროს როგორც შესაბამისი დოკუმენტაცია, ისე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წელს საპროტესტო აქციების დროს იქნა გამოყენებული.
კერძოდ, პრემიერმა უპასუხა კითხვას, რომელიც BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებით პარტიის „საქართველოსთვის“ მიერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაინიცირების გეგმას შეეხებოდა.