ირაკლი კობახიძე – ნებისმიერი ადამიანის უფლება, განურჩევლად მისი ცხოვრების წესისა, უნდა იყოს დაცული, მაგრამ პროპაგანდა არის მიუღებელი – კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, ეხება სწორედ პროპაგანდას

ადამიანის უფლებები უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს კონკრეტულ საფრთხეებს, აქედან გამომდინარე, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა კანონების პაკეტზე„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
მისი განმარტებით, „პირველ რიგში, ერთმანეთისგანვე ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდა.
„საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული და მომავალშიც, მკაცრად უნდა იყოს დაცული. ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, პროპაგანდა არის მიუღებელი და ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, ეხება სწორედ პროპაგანდას. მანამდე დაინიცირდა შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტი, ახალა უკვე ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტში და რა თქმა უნდა, ამ მოწვევის პარლამენტი ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს.
გავიმეორებ, ადამიანის უფლებები უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესის ან ნებისმიერი ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, ნებისმიერი მოქალაქის პატივისცემა განურჩევლად ცხოვრების წესისა, ნებისმიერი საკითხისა არის ჩვენი ვალდებულება, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს კონკრეტულ საფრთხეებს, აქედან გამომდინარე, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს