ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობა“ იშლება და ჩვენი დაკვირვებით, ეს არ არის შემთხვევითი, მგონია, ეს დავალებაა, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი – გეგმაა, „ნაცმოძრაობა“ ქვევით დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ

კეზერაშვილი არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ნაცვლად იმისა, რომ დააფინანსოს პარტიის გაძლიერება, სინამდვილეში, მიზანმიმართულად აფინანსებს პარტიის დაშლას, ამ კუთხით ის უბრალოდ, დავალებას ასრულებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს გეგმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ხელოვნურად დაწიონ, რათა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წევრი სხვა პარტიების რეიტინგი გაიზარდოს.
„ნაცმოძრაობა” იშლება და ჩვენი დაკვირვებით ეს არ არის შემთხვევითი პროცესი. მე მგონია, რომ ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი. არის ასეთი გეგმა, რომ „ნაცმოძრაობა“ ქვევით დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ. სწორედ ამას უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ისეთი ოდიოზური ფიგურის არჩევა, როგორიც არის ხაბეიშვილი. დანარჩენი პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია პარტიის დაშლასთან, მიზანმიმართული პროცესია, რომლის მიზანია, დაბლა დაწიონ პარტია „ნაცმოძრაობა“, რათა გააძლიერონ „ნაცმოძრაობის“ სხვა ფრთა, რომელსაც არ ჰქვია „ნაცმოძრაობა“.
ძირითადად, ეს არის ბლოკი, რაზეც გვქონდა საუბარი. აქ შედიან , ნინო ლომჯარია, ხაზარაძე, გახარია, სავარაუდო ერთობა ასე გამოიყურება, თუმცა პროცესი განწირულია წარუმატებლობისთვის. „ნაცმოძრაობა“ არის “ნაცმოძრაობა“, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომელი პარტიებისგან შედგება ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ შესაკრებთა გადანაცვლებით, საბოლოო ჯამში, ვერაფერი ვერ შეიცვლება. ვერ შეიცვლება ის ჯამი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია

საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი