ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობასთან“ გაცხოველებულ შეხვედრებზე ათი კაცი მაინც იყო, რომელსაც ნაგინები ჰყავს სალომე ზურაბიშვილი და ამის შემდეგ ზურაბიშვილი ეგებება ამ ადამიანებს – ეს ხომ ღირსების აყრაა?

ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ სა და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების გაცხოველებული შეხვედრები – ათი კაცი მაინც იყო, რომელსაც ნაგინები ჰყავს სალომე ზურაბიშვილი, კოლექტიურად აგინებდნენ, 2018 წელს ყველაფერი აკადრეს, რისი კადრებაც შეიძლებოდა და მერეც არ დააკლეს, ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ეგებება ამ ადამიანებს, რადგან ის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ გახდა – ეს ხომ სამარცხვინოა, ეს ხომ ღირსების აყრაა?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მ ზურაბიშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ღირსებაზე უარის თქმა ასეთი მასშტაბითა და ფორმით წარმოუდგენელია“.
„ძალიან საცოდავი სანახავი იყო სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობასთან“ ერთად და „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილთან ერთად. მართლა საცოდაობაა, ღირსებაზე უარის თქმა ასეთი მასშტაბითა და ფორმით მართლა წარმოუდგენელია. სალომე ზურაბიშვილისგანაც კი გამიკვირდა, რომ ასე შეძლებდა საკუთარი ღირსების დათმობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრით ამომრჩეველს კრავს ხელს და ეს საკუთარ ღირსებასთან დაპირისპირებაა.
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მოიცავს რამდენიმე პარტიას, ტელევიზიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათთან ჰქონდა „შესანიშნავი“ შეხვედრები სალომე ზურაბიშვილს. მართლა სამარცხვინო იყო – წარმოიდგინეთ ერთ მხარეს იყო სალომე ზურაბიშვილი, მეორე მხარეს კი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას პირდაპირი გაგებით აგინებდნენ, უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ სამარცხვინო ეპითეტებით მოიხსენიებდნენ. დღეს სალომე ზურაბიშვილი ხვდება ამ ადამიანებს და ამას აკეთებს რის ხარჯზე – საკუთარ ამომრჩეველს კრავს ხელს, ეს არის საკუთარ ღირსებასთან დაპირისპირება, რაც უბრალოდ, სამარცხვინოა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.