ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი“, გახარია ყველა ერთად არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ერთი ფესვები და ფუძე აქვთ, ერთად აყაჩაღებდნენ ბიზნესმენებს – ნიკა მელიამ რომ პარტია ჩამოაყალიბოს, არჩევნებში 1%-ს აიღებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ ალიანსში არიან და მათ ეს ალიანსი ყველა ფეხის ნაბიჯზე დაადასტურეს.
მისივე თქმით, ის, რომ „თანხვედრაა მათ განცხადებებს შორის, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური“.
„ზოგადად, „ნაცმოძრაობა“ და „ლელო“ არის ერთი და იგივე. უბრალოდ არის ორი ორგანიზაციულად ცალკე ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ პარტია. თუმცა სინამდვილეში, „ნაცმოძრაობა“ და „ლელო“ არის ზუსტად ერთი და იგივე, ისინი არიან ჩვეულებრივად ალიანსში და ყველა ფეხის ნაბიჯზე დაადასტურეს მათი ეს ალიანსი. აქედან გამომდინარე, მათ ცალ-ცალკე განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. ის, რომ თანხვედრა არის მათ განცხადებებს შორის, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. ერთი პოლიტიკური ძალაა, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, აქ შედის პარტია „ნაცმოძრაობაც“, „ლელოც“, „გირჩიც“, გახარიაც და ა.შ. ყველა ერთად არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ერთი ფესვები აქვთ, ერთი ფუძე აქვთ, ერთად აყაჩაღებდნენ ბიზნესმენებს თავის დროზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, მათი ერთიანობა, ბუნებრივია, არავის უკვირს. შესაბამისად, ეს თანხვედრა არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – განაცხადა მ.
ამასთან, მედიასთან პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდაპარტიულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ ცალკე, რომ გავიდეს და პარტია ჩამოაყალიბოს არჩევნებში 1%-ს აიღებს და ეს 1%-ი დაეკარგება „ნაციონალურ მოძრაობას“.
„არ ვიცი, საშველს ვერ აყენებენ. ასე ვთქვათ, ხაბეიშვილის-მელიას დაპირისპირების და კონფლიქტის საქმეს. არ ვიცი, იმედია რაღაცა ბოლომდე მიიყვანენ. ჩვენთვის საინტერესო არ არის. ერთი იმას ცვლის, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი, ბუნებრივია, მით უკეთესი ჩვენთვის. უკვე საკმაოდ დიდხანს გრძელდება და იმედია კიდევ უფრო მეტად გააღრმავებენ ამ შიდა დაპირისპირებასა და კინკლაობას. ეს არის საბოლოო ჯამში კარგი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მყარად დავასრულოთ ჩვენ 2024 წლის საპარლამენტო .
ნიკა მელია ცალკე, რომ გავიდეს და პარტია ჩამოაყალიბოს არჩევნებში 1%-ს აიღებს და ეს 1%-ი დაეკარგება, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, თითოეული პროცენტი ენანება „ნაცმოძრაობას“ , ისედაც ბევრი დაკარგა, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ეს 1%-იც მათთვის არის დასანანი, რომელსაც დაკარგავს მელიას გასვლის შემთხვევაში, ამიტომ ცოტა ენანებათ, მაგრამ თან შიგნითაც ვერ ტოვებენ, არ ვიცი, ეს მათი საქმეა“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მთავარია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, მან აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან”, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები

ირაკლი კობახიძე – გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე – მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში

ირაკლი კობახიძე – რაზეც ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ – ჩვენ გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა

პრემიერი – რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი