ირაკლი კობახიძე – ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან – განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს ნაკისრ ვალდებულებებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მალტის მთავრობის თავმჯდომარესთან, რომლის დროსაც გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა უწყებრივი მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე 2024 წელს ეუთო-ში მალტას თავმჯდომარეობის პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ირაკლი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ იან ბორჯთან შეხვედრას ეხმაურება.
„ურთიერთპატივისცემისა და საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე, კვლავ დავუდასტურეთ ერთმანეთს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების იდეისადმი ერთგულება.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, რაც საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესატყვისი იქნება”, – წერს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები