ირაკლი კობახიძე – მწუხარებას გამოვთქვამ ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო, იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსახიობ ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი მსახიობის, ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო.
ქალბატონი ქეთევანის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები მაყურებელთა თაობებმა შეიყვარა და გაითავისა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიაში.
თანავუგრძნობ ქეთევან კიკნაძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია