ირაკლი კობახიძე – მტკიცებულებებზე დაყრდნობით გვითხრან რა პრეტენზიები აქვთ – ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ რაღაც თქვა, მაგით ნუ დაიმშვიდებთ თავს

მტკიცებულებებზე დაყრდნობით გვითხრან რა პრეტენზიები აქვთ – ს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ რაღაც თქვა, მაგით ნუ დაიმშვიდებთ თავს, – ასე ეხმაურება პრემიერი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს ს აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას.
როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული განცხადება საინტერესო არ არის.
„არ არის საინტერესო. ჩვენ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გვითხრან რა პრეტენზიები აქვთ, ზოგადი განცხადებები არ არის საინტერესო. ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ რაღაც თქვა, მაგით ნუ დაიმშვიდებთ თავს“, – აღნიშნა მ.
კითხვაზე, რა მოხდება, თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები მწვავე იქნება, კობახიძე განმარტავს, რომ ვერავინ მოიტანს ფაქტს არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
„გუშინ თქვენი კოლეგები გვეკითხებოდნენ, რამდენად ვაღიარებდით ს შედეგებს, რამდენად გადავაბარებდით ხელისუფლებას. დღეს რატომ არ ეკითხებით იმავეს ოპოზიციას? აღიარებენ თუ არა ცესკოს შედეგებს? ჩვენგან ხომ ითხოვდით აღიარებას, მათგან რატომ არ ითხოვთ“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, მეორეხარისხოვანია ესტონეთის პარლამენტში და ს დუმაში ვინ რას იტყვის.
„ჩვენთვის არ არის საინტერესო რა განცხადებები კეთდება საზღვარგარეთ. ვიღაცას აინტერესებს ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რა განცხადებას აკეთებს, ვიღაცას აინტერესებს რუსეთიდან რა განცხადება კეთდება. ჩვენ გვაინტერესებს ქართველი ხალხი რას ამბობს. უმრავლესობა ამბობს, რომ მშვიდობის შენარჩუნება და განვითარების გაგრძელება უნდა. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია ესტონეთის პარლამენტში ვინ რას იტყვის და რუსეთის დუმაში. ამას არ დავდევთ“,- აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციისთვის, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს: „საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას. არჩევნების გაყალბებით ქვეყანას არ შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ შეუძლია უკან, რუსეთთან ჩახუტება”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა