მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს თანაგრძნობას უცხადებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო. ტრისტან სარალიძემ, ნიჭითა და სამსახიობო ოსტატობით საყოველთაო სიყვარულის მოპოვება შეძლო. თანავუგრძნობ ტრისტან სარალიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება