ირაკლი კობახიძე მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ მსახიობს მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა მაყურებლის სიყვარული და აღიარება მოუტანა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო. გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ მსახიობს მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა მაყურებლის სიყვარული და აღიარება მოუტანა. ზურას სახით ქართულმა თეატრმა მაღალი რანგის პროფესიონალი, ახლობლებმა – გულისხმიერი მეგობარი, ჩვენმა ქვეყანამ კი – განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანი დაკარგა. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ზურა ბერიკაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს