ირაკლი კობახიძე მრჩევლებზე – ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი და ირაკლი სესიაშვილი ღირებული კადრები, პროფესიონალები არიან – არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე გადაწყვეტილება გადაიხედება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერის მრჩევლების გადახედვას არ გეგმავს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს მთავრობის ადმინისტრაციაში, მას ამისთვის დრო სჭირდება.
„კონკრეტულად ეს ორი ადამიანი [ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი] არის ღირებული კადრი, ისინი არიან პროფესიონალები. მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე გადაწყვეტილება გადაიხედება. ირაკლი სესიაშვილიც არის ძალიან ღირებული კადრი. რაც შეეხება სხვა საკადრო საკითხებს, დამჭირდება ჩახედვა და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“,- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ