მრჩევლებზე – ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი და ირაკლი სესიაშვილი ღირებული კადრები, პროფესიონალები არიან – არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე გადაწყვეტილება გადაიხედება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერის მრჩევლების გადახედვას არ გეგმავს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს მთავრობის ადმინისტრაციაში, მას ამისთვის დრო სჭირდება.
„კონკრეტულად ეს ორი ადამიანი [ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი] არის ღირებული კადრი, ისინი არიან პროფესიონალები. მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე გადაწყვეტილება გადაიხედება. ირაკლი სესიაშვილიც არის ძალიან ღირებული კადრი. რაც შეეხება სხვა საკადრო საკითხებს, დამჭირდება ჩახედვა და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა