ირაკლი – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთოს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ანგარიშის ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის.

„რაც შეეხება ანგარიშში განხილულ კონკრეტულ საკითხებს: პირველი – . საქართველოში შემდგარი არჩევნების მიმოხილვისას, ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო/ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთოს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს. გარდა ამისა, ანგარიშის ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის. ანგარიშში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ უარყოფით შეფასებას ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. ანგარიშის ავტორს გამორჩა იმის აღნიშვნაც, რომ ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალური ჩატარდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად ოპოზიციასთან შეჯერდა და რომელიც არჩევნების გაყალბებას სრულიად შეუძლებელს ხდის, რაზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წაგებამდე რადიკალური ოპოზიციაც ღიად საუბრობდა. მთლიანობაში, 2024 და 2025 წლის არჩევნების დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება ვერც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმა შეძლო“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, დოკუმენტი შედგენილია იმ მანკიერი ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ შექმნა დაეფუძნა.

მიისვე თქმით, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა.

„აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი და შესაბამისად, ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ობიექტურ ანალიზს ვერ ასახავს. ავტორი თავადვე აღნიშნავს, რომ დროის სიმწირის გამო, დოკუმენტი მოკლებულია სიღრმისეულობას. ეს არის ანგარიშის, ალბათ, ერთადერთი ზოგადი დასკვნა, რომელსაც სრულად შეგვიძლია დავეთანხმოთ. სამწუხაროდ, ანგარიშის ავტორმა ისიც კი ვერ გაარკვია, ჩვენს ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ ეწოდება თუ „საქართველო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება კანონდებლობაზე შეფასებებს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთოს ანგარიშის ავტორი, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონის დასახელების აღნიშვნისას, ოჯახურ ღირებულებებს „ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად“ მოიხსენიებს, რაც მისი „ფსევდოლიბერალური მიკერძოების“ მკაფიო გამოხატულებაა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ აღნიშნული კანონი მისი „გაღიზიანებისა და არაობიექტური“ შეფასების საგანი გახდა.

 აღნიშნავს, რომ ანგარიშის ავტორი ითხოვს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას.

„უფრო კონკრეტულად, ის უარყოფითად აფასებს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის პოპულარიზაციისა და სქესის შეცვლის წინააღმდეგ მიმართულ ნორმებს. ის, ასევე, უარყოფს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი და მოითხოვს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერი მარტივად, შესაბამისი პირის შეხედულების მიხედვით შეიცვალოს. ასეთ მიდგომებს ქართული საზოგადოებისთვის დიდი ფასი რომ ვერ ექნება, ალბათ, სადაო არავისთვის უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორი ითხოვს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმდებლობის გაუქმებას ან სულ მცირე, არსებითად გადახედვას.

მისივე განცხადებით, სამწუხაროდ, მან „სრულად უგულებელყო“ საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული „ე.წ.არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული“.

პრემიერის თქმით, უნივერსალური სამართლებრივი პრინციპის თანახმად, ნებისმიერი გარე ჩარევა უცხო ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში უხეშად არღვევს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და შესაბამისად, დაუშვებელია.

ეს უნივერსალური სამართლებრივი პრინციპი საქართველოში გასული წლების განმავლობაში სისტემატურად, სისტემურად, ღიად და უხეშად ირღვეოდა.

„ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა. ანგარიშის ავტორი ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას ან სულ მცირე, არსებითად გადახედვას. სამწუხაროდ, მან სრულად უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული. უნივერსალური სამართლებრივი პრინციპის თანახმად, ნებისმიერი გარე ჩარევა უცხო ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში უხეშად არღვევს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და შესაბამისად, დაუშვებელია. ეს უნივერსალური სამართლებრივი პრინციპი საქართველოში გასული წლების განმავლობაში სისტემატურად, სისტემურად, ღიად და უხეშად ირღვეოდა. ანგარიშის ავტორისთვის იოლი გასააზრებელი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობის ლეგიტიმური მიზანია, სამომავლოდ დაიცვას საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის დემოკრატიული სისტემა ამგვარი უხეში გარე ჩარევებისგან. თუმცა, მან ამ მარტივი დასკვნის ანგარიშში ასახვისგან თავი შეიკავა. ანგარიშში არ არის წარმოდგენილი არცერთი ღირებული კრიტიკული შენიშვნა გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე, პერემიერის თქმით, ანგარიშის ავტორი კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელს თვითნებურს უწოდებს, რაც ღიმილისმომგვრელია.

პრემიერის თქმით, ანგარიშის ავტორს ავიწყდება, რომ სამართლის უზენაესობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი შეზღუდვა ვერცერთი უცხოელი ექსპერტის საქმე ვერ იქნება.

„მეექვსე – სამართლებრივი ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ. ანგარიშის ავტორი განსაკუთრებულად წუხს იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეიტანეს სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით და საქართველოს პროკურატურაში რამდენიმე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ განხორციელებულ სავარაუდო საბოტაჟთან დაკავშირებით. ანგარიშის ავტორი საკონსტიტუციო სარჩელს თვითნებურს უწოდებს, რაც ღიმილისმომგვრელია, რადგან სარჩელი, თავისი ბუნებით, თვითნებური ვერ იქნება. ანგარიშის ავტორს, რომელიც, სხვათა შორის, იურისტია, ავიწყდება, რომ სამართლის უზენაესობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი შეზღუდვა ვერცერთი უცხოელი ექსპერტის საქმე ვერ იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.