ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება -თან და ეს თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. დავიტოვოთ იმედი, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა ყველა სცენარისთვის ვართ მზად, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუმინეთში ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით ერთჯერადად გააუქმეს და რაც იქ ერთჯერადად მოხდა, საქართველოში ეს ხდება განგრძობითი ფორმით.
მისი თქმით, “გაუგებარია დუმილი, რასაც ვხედავთ”.
ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ყოველთვის ყველა სცენარისთვის იყვნენ მზად.
„ბოლო წლები რომ ავიღოთ, 2020 წლიდან რაც ხდება საქართველოში – ერთი არჩევნების არაღიარება, მეორე არჩევნების არაღიარება, მოლაპარაკებები, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა, ლეგიტიმაციის არცნობა, არმილოცვა, ჩვეულებრივი საბჭოური მეთოდები. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის დუმილი, რასაც ვხედავთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და ამის გამო გადავწყვიტეთ, ღია წერილით მიგვემართა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ რეაქცია იქნება, თუმცა ვნახოთ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპის ადმინისტრაციასა და “დიფ სთეითს” შორის. აშკარა ბრძოლა წარიმართება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა მეორე ვერსიასაც არ გამოვრიცხავთ. ზოგადად, ჩვენ ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად, ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის ოპონენტის გამარჯვებისთვისაც კი ვიყავით მზად, რაც, ბუნებრივია, უარესი სცენარი იქნებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტრამპის გამარჯვებამ ჩვენთვის უკვე მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელი. გახსოვთ, რამხელა კამპანია ჰქონდათ წარმართული გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. რუსული კანონი დაარქვეს, ათასი ეპითეტით ამკობდნენ ამ კანონს და იმის გაფიქრებასაც კი გვიკრძალავდნენ, რომ შეიძლება ვინმემ დასავლეთიდან რაღაც ცუდი დააფინანსოს ჩვენს ქვეყანაში. მოვიდა პრეზიდენტი ტრამპი, მისი ადმინისტრაცია და მათ პირდაპირ განაცხადეს ის, რისი მტკიცებაც ჩვენ გვიწევდა საზოგადოების წინაშე. მათ პირდაპირ აღიარეს, რომ კონკრეტულად მაგალითად USAID-ის მეშვეობით, NED-ის მეშვეობით, სხვა ფონდების მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში იგეგმებოდა რევოლუციური პროცესები და ხდებოდა არეულობის ხელშეწყობა. ეს უკვე იმხელა სარგებელია, რაც ტრამპის გამარჯვებამ მოგვიტანა, ამისთვის, უკვე შეიძლება, ითქვას მადლობა. მაგრამ, რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ორთაბრძოლაში პრეზიდენტ ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის. დავიტოვოთ იმედი, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა ყველა სცენარისთვის ვართ მზად. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს წლები რომ გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, “დიფ სთეითი” როცა მართავდა აშშ-ს, 2020-2024 წლები, მაშინ ბოლომდე დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები, არც ერთი სცენარის პირობებში არ დავთმობთ ამას. თუ გაიმარჯვებს ტრამპი, ჩვენთვის ბევრად უფრო გამარტივდება სიტუაცია და უკეთ იქნება დაცული ამ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული ინტერესები. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.