ირაკლი კობახიძე მიხეილ ჯანელიძე და თინა ხიდაშელი ორი საშუალო არითმეტიკული „ნაციონალურია“ – მათი უარი საჯარო დისკუსიაზე ნიშნავს, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა და მათ ეშინიათ დისკუსიის

ეს ორი ადამიანი [მიხეილ ჯანელიძე და ] ორი საშუალო არითმეტიკული „ნაციონალური“ გახლავთ – მათი უარი საჯარო დისკუსიაზე ნიშნავს, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს და მათ ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის სწორედ ამის გამო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საჯარო დისკუსიაზე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მიხეილ ჯანელიძისა და თავდაცვის ყოფილი თინა ხიდაშელის უარს.
როგორც მ აღნიშნა, „რადიკალურმა ოპოზიციამ“ ზუსტად იცის, რომ არაფერზე არაფერი აქვს სათქმელი.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს დაგეგმილი იყო დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, საჯარო დისკუსია მიმდინარე მოვლენებთან, ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, როგორც პაპუნა ჯანელიძემ, ასევე თინა ხიდაშელმა უარი თქვეს საჯარო დისკუსიაში მონაწილეობაზე.
ეს ორი ადამიანი გახლავთ ორი საშუალო არითმეტიკული „ნაციონალური“. შესაბამისად, მათთან დისკუსია საზოგადოებას მისცემდა განზოგადების და სიმართლის დადგენის საშუალებას. მათი უარი საჯარო დისკუსიაზე ნიშნავს ერთადერთ რამეს- სიმართლე არის ჩვენს მხარეს და მათ ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის სწორედ ამის გამო. რადიკალურმა ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ არაფერი აქვთ სათქმელი არაფერზე, მათ შორის არც ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერის თქმით, ჯანელიძეს და ხიდაშელს საჯარო დისკუსიაზე არ მისვლა წინასწარ ჰქონდათ განზრახული.
„თქვენ ხედავდით, რომ ამ ორ ადამიანზე იყო ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი, თუმცა მგონია, ეს ბულინგიც აშკარადაც დალაგებული იყო. ისინიც აშკარად თავს იკავებდნენ საჯარო დისკუსიისგან, მათ რეალურად, დისკუსიაზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ საბოლოოდ, ეს ფორმატი არ შედგებოდა. ჯერ უარი თქვეს ჩვენ მიერ შეთავაზებულ ფორმატზე. შევთავაზეთ 12 კაცამდე ფორმატში დისკუსია, შემდეგ მათ უარი თქვეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოსვლაზე. მუდმივად ეძებდნენ საბაბს, რომ ამ დისკუსიაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ბოლოს, არაფერი დავუტოვეთ, მათ ყველა შეთავაზებას დავთანხმდით. დავთანხმდით ფორმატს 2/2. დავთანხმდით დისკუსიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში, თუმცა, როდესაც არაფერი დარჩათ, მაშინაც თქვეს უარი, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალურად, წინასწარ ჰქონდათ განზრახული ამ საჯარო დისკუსიაზე არ მოსვლა. როცა არაფერი დავუტოვეთ, მაშინ თქვეს უარი ამის გამო. ეს საჯარო დისკუსია მთლიანად დაამსხვრევდა სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა. თქვენ გახსოვთ, რომ ზუსტად ასეთივე შეთავაზება გავუკეთეთ ამ ადამიანებს „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. მაშინაც შევთავაზეთ ნებისმიერ ჯგუფს, მათ შორის ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებს თუ ნებისმიერ სხვას, მოსულიყვნენ ჩვენთან და გაემართათ საჯარო დისკუსია „გამჭვირვალობის კანონზე“. მაშინაც, ამ შეთავაზებაზე უარი მივიღეთ. აქაც, გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად იციან, სად არის სიმართლე, მათი მხრიდან კიდევ ერთხელ ითქვა უარი, ეს მეტყველებს ყველაფერზე. რა თქმა უნდა, ამ საჯარო დისკუსიის შემდეგ, მათ პროპაგანდას საფუძველი გამოეცლებოდა. ეს არის უარის მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი თავდაპირველად საჯარო დისკუსიაზე საზოგადოებისადმი ირაკლი კობახიძის შეთავაზებას დათანხმდნენ, თუმცა დღეს, ორივე მათგანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დისკუსიაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ჯანელიძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი დებატებთან დაკავშირებით საზოგადოების უარყოფითი რეაქციაა. ხიდაშელმა კი თქვა, რომ ჯანელიძის გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება. დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში დღეს 22:00 საათზე უნდა გამართულიყო, რომელში მონაწილეობასაც ირაკლი კობახიძესთან ერთად მიიღებდა.