მიხეილ სააკაშვილზე: კაცი, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში, სინამდვილეში ოროთახიან პალატაშია მოთავსებული

“როდესაც საუბარია ს მდგომარეობაზე, ეს არის ერთგვარი დისკრიმინაციული მდგომარეობა იმიტომ, რომ ის არის პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან შედარებით,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ირაკლი მ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის იმ სისტემის შემოქმედი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ადამიანების წამებასთან ციხეებში.
„წესით და რიგით, ალბათ ეს ადამიანი უნდა იყოს ციხეში, თუმცა არის სხვადასხვა ფაქტორი, რის გამოც შესაბამისი უწყებები იღებენ გადაწყვეტილებას მისი პრივილეგირებულ მდგომარეობაში დატოვების თაობაზე. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები და საფუძვლები, ეს ასე ჩანს. თუ საუბარია დისკრიმინაციაზე, ეს არის ერთგვარი პოზიტიური დისკრიმინაცია. კაცი, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში, სინამდვილეში არის კლინიკაში, ოროთახიან პალატაში მოთავსებული. სპეკულაციები ხშირად გვესმის ამ თემასთან დაკავშირებით და აქვე უნდა გავიხსენოთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის იმ სისტემის შემოქმედი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ადამიანების წამებასთან ციხეებში, არაჰუმანურ მოპყრობასთან და ასეთი ადამიანი დღეს არის ოროთახიან პალატაში განთავსებული, რაც იმ საერთო წინსვლაზე მიანიშნებს, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მიმართულებით,” -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში

მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უფრო ძლიერი გავხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ

ბაჩანა ახალაიასა და ერთ-ერთი გლუვტვინიანი ნაცპროპაგანდისტის ბოლო ინტერვიუდან ჩანს, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აღიარებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს 4 ოქტომბერს, რომელშიც თურმე “არ მონაწილეობდა”