ირაკლი : ს ყველა განცხადება ცარიელი სიტყვებია, არავითარი ფასი და დატვირთვა ამ განცხადებებს არ აქვს

სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე, აქედან გამომდინარე, მის ადგილზე უფრო ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებების გაკეთებას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად რადიკალური ოპოზიცია არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში და სააკაშვილის განცხადებაც არის ამის გამოძახილი.
„მე სააკაშვილს მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებდი. ცარიელი სიტყვებია მისი ყველა განცხადება, არავითარი ფასი და დატვირთვა ამ განცხადებებს არ აქვს. სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას აქვს უამრავი დანაშაული ჩადენილი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე, აქედან გამომდინარე, მის ადგილზე უფრო ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებების გაკეთებას. არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი. მე ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ თვითლიკვიდაციის რეჟიმიდან. რეალურად რადიკალური ოპოზიცია არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში და სააკაშვილის ეს განცხადებაც არის ამის გამოძახილი. მე პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ ეს თვითლიკვიდაციის რეჟიმი არის ქვეყნისთვის კარგი, რადიკალური ოპოზიციისთვის არის ცუდი შესაბამისად, მათი არჩევანია, რას გააკეთებენ“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა – მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს, შენს მშვიდობას დაიცავს

შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე