ირაკლი – მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში მილიონ მოქალაქეს უკვე დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთი და დამატებით დარჩენილ ნახევარ მილიონ მოქალაქესაც დაურეგისტრირდება უკვე აზომილი მიწის ნაკვეთები

ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მილიონ მოქალაქეს უკვე დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთი.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონ ნახევარი მიწის ნაკვეთი აიზომა და მილიონ ადამიანს, ჩვენს მოქალაქეს ამ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, უკვე დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთები, ეს პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წელსაც, ამისათვის უკვე ასახულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი თანხა. დამატებით დარჩენილ ნახევარ მილიონ მოქალაქესაც დაურეგისტრირდება უკვე აზომილი მიწის ნაკვეთები. ამით დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს