ირაკლი კობახიძე – მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენმა პარტიამ მიიღო ხმების 70%-ზე მეტი, რაც შთამბეჭდავი შედეგია

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ადგილობრივი თვითმმართველობის ს შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მუნიციპალიტეტში ხმების 70%-ზე მეტი მიიღო.
მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების ადმინისტრირებისთვის მადლობა გადაუხადა.
„პრაქტიკულად დასრულებულია ქვეყნის მასშტაბით ხმების დათვლის პროცესი. შედეგების თანახმად, ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მასშტაბით მიიღო 1.1 მლნზე მეტი ხმა. ეს არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ძალიან მყარი ნდობის კიდევ ერთი დადასტურება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ნდობა მაქსიმალურად გავამართლოთ. რაც შეეხება თბილისში პარტიულ შედეგს, ეს არის ყველაზე მაღალი შედეგი, რაც დაფიქსირებულა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და დედაქალაქის მოსახლეობასაც გვინდა მადლობა გადავუხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენმა პარტიამ მიიღო ხმების 70%-ზე მეტი, რაც შთამბეჭდავი შედეგია“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე